საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი „გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი”

კომუნიკაციების კომისია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე აცხადებს ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს “გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ანალიტიკური ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთის შესახებ:

  • მედია და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და შესაძლებლობები;
  • ყალბი ინფორმაცია (დეზინფორმაცია, მისინფორმაცია);
  • სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია: მედიაწიგნიერების როლი.

კონკურსში გამარჯვებულს კომუნიკაციების კომისია 5,000 ლარით, მეორე ადგილის მფლობელს - 3,000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 1,500 ლარით დააჯილდოვებს. ამასთან, გამარჯვებული ნაშრომები საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდება, ხოლო საუკეთესო 10 ნაშრომის ავტორს კომუნიკაციების კომისია უახლესი პროფესიული ლიტერატურის კრებულს გადასცემს. გარდა ამისა, კონკურსში ჩართულობა გაზრდის აპლიკანტის შანსებს, მიიღოს სხვადასხვა სახის სტიპენდია.

დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ:

თარიღი: 06/10/2025